აღდგომის დღესასწაულისთვის, ხარაგაულის მერია უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად ერთჯერად დახმარებებს გასცემს.
მერის პირველი მოადგილის , ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია სააღდგომოდ 350 ოჯახს გაუწევს დახმარებას. აღნიშნული ღონისძიებისთვის, საერთო ჯამში 35 000 ლარი გაიხარჯება.