ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად ზურაბ ბანცაძე დაინიშნა.
ზურაბ ბანცაძეს აღნიშნულ სამსახურში მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება აქვს. იგი ბოლო პერიოდში ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებდა.
ზურაბ ბანცაძემ სამსახურის უფროსის პოსტი საჯარო მოხელის კარიერული განვითარების ზრდის საფუძველზე დაიკავა.