სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sigDSC0162.JPG

მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორად ჰამლეტ ბერაძე დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის  გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ  ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს" ახალი დირექტორი ჰყავს.

აღნიშნული პოზიციას ჰამლეტ ბერაძე დაიკავებს,რომელიც  2005 - 2019 წლებში ბორის სკოლა - პანსიონის დირექტორი გახლდათ.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ჰამლეტ ბერაძე ერთ-ერთი წარმატებული სკოლის დირექტორი გახლდათ. მას კარგი მენეჯერული უნარები და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან მუშაობის სერიოზული გამოცდილება აქვს. ვფიქრობ მისი ამ პოზიციაზე დანიშვნა, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლს ახალ შესაძლებლობებს შესძენს.”

ჰამლეტ ბერაძემ მადლობა გადაუხადა მერს ნდობის გამოცხადებისთვის და აღნიშნა რომ ეს სფერო მისთვის ნაცნობია და  ის შესაძლებლობების მაქსიმუმს გააკეთებს, ,,მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის“  წარმატებული და საინტერესო  საქმიანობისთვის.

დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გააგრძელებს საქმიანობას  მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორი მაია ბლუაშვილი, რომელიც აღნიშნულ მიმართულებას 35 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

 

 

 

ნანახია: 1111 - ჯერ