სპორტისა და ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის პირველობამ, მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის, სტარტი აიღო. ჩემპიონატში ოთხი გუნდი ჩაერთო.
თამაშები ხარაგაულის მინი სტადიონზე გაიმართა. გულშემატკივრებს შორის გახლდათ მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი.
სპორტისა და კულტურის ცენტრის და კეთილმოწყობისა და დასუფთავების გუნდების შეხვედრა ანგარიშით 9:0 დამთავრდა. კულტურისა და ხელოვნების ცენტრისა და ხარაგაულის მერიისა გუნდების თამაში 3:2 დასრულდა .
სპორტისა და ტურიზმის ცენტრის დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ფინალი 17 ივნისს გაიმართება. ერთმანეთს სპორტისა და ტურიზმის და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის გუნდები დაუპირისპირდებიან.
გამარჯვებულ გუნდებს სამახსოვრო პრიზები გადაეცემათ.