სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/289020553_628154195307091_1998880568266143001_n_1.jpg

ხარაგაულის სალოტბარო სკოლა,  ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალში  „მომავლის ხმები“  მონაწილეობს

ანაკლიაში  სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“  მიმდინარეობს.

ფესტივალში ხარაგაულის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებიც მონაწილეობენ.

სალოტბარო სკოლის ორგანიზატორი, დალი მაღრაძე და  ლოტბარი მაია მაღრაძე

ფესტივალზე , მოსწავლეებთან ერთად 21 ივნისს  გაემგზავრნენ.

ფესტივალი ,,მომავლის ხმები” დღეს სენაკში,  აკაკი ხორავას სახელობის დრამატულ თეატრში დასკვნითი კონცერტით დასრულდება.

ფესტივალი ,,მომავლის ხმები“ თითოეული დღე  დატვირთული გახლდათ  სხვადასხვა გასართობ-შემოქმედებითი აქტივობებით.

„მომავლის ხმები“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

სალოტბარო სკოლების ფესტივალი „მომავლის ხმები“ 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვების დაახლოება და სალოტბარო სკოლების განვითარების ხელშეწყობაა.

სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, სადაც მსურველები ქართულ ტრადიციულ სიმღერასა და გალობას უფასოდ ეუფლებიან.

 

 

 

 

ნანახია: 3381 - ჯერ