ხარაგაულში, რკინიგზის და ავტოსადგურის ხიდებზე გარე განათების ბოძებისა და ხიდის მოაჯირის შეღებვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც ჩვენთან საუბრისას დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების უფროსი, ზაზა კაციტაძე აცხადებს, მსგავსი სამუშაოები დაბის ტერიტორიაზე მდებარე ხიდებზე ეტაპობრივად გაგრძელდება.
ასევე განახლდება სკვერებსა და ხიდებზე გარე განათების მოწყობა-დამონტაჟება.
სამუშაოებს ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება აწარმოებს.