სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0271.JPG

,,მან-სან-კანის“ სამი თაობა ხარაგაულის სცენაზე

ხარაგაულის კინოთეატრში იუმორისტული კონცერტი გაიმართა.

მაყურებლის წინაშე  ხარაგაულის "მან სან კან"-ის სამი თაობა წარსდგა.

ზუსტად 25 წლის წინ ხარაგაულში მხიარულთა და საზრიანთა კონკურსები დაიწყო.

ამ იდეის სათავეებთან მამუკა ჭიპაშვილი და ნიკოლოზ მაჭავარიანი იდგნენ.

,, წლების მანძილზე, ჩვენ არაერთი ლამაზი საღამო ვაჩუქეთ ხარაგაულელ მაყურებელს და სხვადასხვა თაობებს. ბევრჯერ მოგვისმენია, რომ მათი წარმატების მთავარი საიდუმლო და გასაღები სწორედ აქ, ამ სცენაზე მიღებული  გამოცდილება გახლდათ. ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ ხარაგაულში ეს ტრადიცია ისევ გაგრძელდეს“- ამბობს მამუკა ჭიპაშვილი.

იუმორისტულ საღამოს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილესთან დავით დევდარიანთან და მერიის კულტურის სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან ერთად ესწრებოდა.  

იდეის  მხარდამჭერები გახლდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall, ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრი , ხარაგაული და ხარაგაულელები  და ფოტო-ვიდეო სალონი ხარაგაულში.

ნანახია: 615 - ჯერ