სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/298824237_5342118579205891_2068563836905110878_n.jpg

ხარაგაულის მერია 10 ათასი ლარით დაეხმარა სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ წიქარიშვილების ოჯახს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, 10 ათასი ლარით დაეხმარა, სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ემზარ წიქარიშვილის ოჯახს.

რამდენიმე თვის წინ, წიქარიშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გაუნადგურა და ღია ცის ქვეშ დარჩა.

ოჯახის დახმარების კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.

,,მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ოჯახის დასახმარებლად მერის სარეზერვო ფონდიდან 7 000 ლარი გამოიყო, ხოლო 3 000 ლარ- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების  დახმარების ქვეპროგრამიდან. ვეცადეთ დაზარალებული ოჯახისათვის შეძლებისდაგვარად გამოგვეხატა მხარდაჭერა, ამიტომ  პროგრამით გათვალისწინებული დახმარების ზედა ზღვარი გავაორმაგეთ“- განმარტავს მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი.

ნანახია: 557 - ჯერ