სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/aasdasdnnvjmacfnavnc34342.JPG

ევროპისკენ - ხარაგაულში  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

 შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა.

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი  მიმოიხილა.

ზურაბ ხამაშურიძემ  ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესზე, რომლის ფორმულირებაც ევრო კომისიამ მოახდინა და ხაზი გაუსვა იმ სარგებელს რაც საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას მოაქვს .

 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განვლილ და მიმდინარე პროცესებზე.

ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მიზნები და საქმიანობა გააცნო.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა.

დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.

 

 

 

 

ნანახია: 516 - ჯერ