სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/309380012_5471526239551273_7535200708830897121_n.jpg

ხარაგაულის მერი ინტელექტუალურ თამაშს ,,რა? სად? როდის?“ დაესწრო

ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის? “ შემოდგომის სერიის მეორე თამაში გაიმართა

 თამაშს ესწრებოდა ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

 სტუმრის სტატუსით მოწვეული გახლდათ ბატონი ვალოდა კელენჯერიძე.

ინტელექტუალური შეჯიბრება დავით ჩადუნელის ექვსეულის გამარჯვებით 6:2 დასრულდა.

 დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის კაპიტანი, დავით ჩადუნელი, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.

 ახლად დამკვიდრებული ტრადიცია მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.

 ხარაგაულის კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ნოემბრის თვეში ხარაგაულში ინტელექტუალური თამაშების საბავშვო ლიგა დაიწყება.

მანამდე კი, ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე,  ხარაგაულის კინოთეატრში  ინტელექტუალური თამაშის მოყვარულებს საინტერესო სანახაობა გელოდებათ.მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.

ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.

ნანახია: 607 - ჯერ