სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd112_DSC0100.JPG

 „ოდეონი“ - ხუთი წლის შემდეგ

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ლიტერატურულ კონკურს ,,ოდეონი“ - ს დახურვის საზეიმო ცერემონიალს, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან და კულტურის სამსახურის უფროსთან, ირინე ჩხეიძესთან ერთად შეუერთდა.

ხარაგაულის მერი, კონკურსის მონაწილეებს მიესალმა და წარმატებები უსურვა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,მიხარია, რომ ,,ოდეონი" კვლავ გრძელდება, ინტერესით ველოდები ახალ ნამუშევრებს, მჯერა ჩვენი მხარდაჭერით ოდეონი კვლავ დაიბრუნებს ძველ მასშტაბებს და მომავალ წელს ხარაგაული შემოქმედ ადამიანებს მთელი საქართველოდან უმასპინძლებს".

ლიტერატურული კონკურსი სოფელ თეთრაწყაროში მშვიდ და ლამაზ გარემოში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, სიმბოლურად, საკონკურსო თემად ,,საზღვარი“ - დასახელდა.

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ხუთწლიანი შესვენების შემდეგ, ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი" ხარაგაულელი შემოქმედი ადამიანებისთვის გამართა.

 გამარჯვებულებს ჟიური გამოავლენს და პირველი სამი ადგილის მფლობელი პრიზით დაჯილდოვდება.

დღეს, 28 სექტემბერს, ნამუშევრები ჟიურის წევრებს ჩაბარდება და მათ სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად ერთკვირინი ვადა მიეცემათ.

ჟიურის შემადგენლობაში არიან: 1. იზოლდა ოკრიბელაშვილი - ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი 2. მარინე ხვედელიძე - საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე 3. ირინე ჩხეიძე - კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უფროსი; 4. ირმა შველიძე - ლაშის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი. 5. მზიკო აბულაძე - მოლითის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

 

 

ნანახია: 696 - ჯერ