სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/309860477_5475443355826228_7945581453812373017_n.jpg

ხარაგაულში დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილე სპექტაკლით აღინიშნა

დღეს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მწერალ დავით კლდიაშვილის 160 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალურად სკოლის მოსწავლეებისთვის, სპექტაკლი - „დარისპანის გასაჭირი“ ითამაშა.

 სპექტაკლს, მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან ერთად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, თანაშემწე ჟანა ნემსაძე, საკრებულოს წევრი, ოთარ ლურსმანაშვილი, კულტურის და ხელოვნების ცენტრის დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი და მამა თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.

 ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე:

„ძალიან ბედნიერი და მადლობელი ვარ, რომ სპექტაკლმა სრული ანშლაგით ჩაიარა. 160 წლის გახდა დიდი ქართველი კლასიკოსი დავით კლდიაშვილი. მისი პიესები საუკუნეა უკვე საქართველოს ყველა თეატრში იდგმება და თქვენ იცით რომ მისი უკვდავი გმირები ისეთივე დიდები არიან როგორც სერვანტესის „დონკიხოტი,“ როგორც გოგოლის „მკვდარი სულები“. ამ კატეგორიაში ჯდებიან კირილე მიმინოშვილი, სამანიშვილის დედინაცვალი, დარისპან ქარსიძე, ამ გმირებს კინოსა თუ სცენაზე ადამიანები დიდი სიყვარულით ხვდენიან .“

ხალხით სავსე დარბაზში დიდხანს ისმოდა ახალგაზრდების ოვაციები.

 

ნანახია: 531 - ჯერ