სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/dasdadaDSC0263asdasd.JPG

თამარ ფცქიალაძე ინტელექტუალურ შეჯიბრებაში რა? სად? როდის? დღის მოაზროვნედ დასახელდა

10 ოქტომბერს, ინტელექტუალური თამაშის შემოდგომის სერიის მეოთხე თამაში გაიმართა.

 წამყვანის წინააღმდეგ გივი კურტანიძის გუნდი თამაშობდა.

თამაშს, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ესწრებოდა.  მოაზროვნეების წინაშე, მოწვეული სტუმრის სტატუსით, შეკითხვით წარსდგა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე.

ინტელექტუალური შეჯიბრება მოაზროვნეების გამარჯვებით 6:0 დასრულდა.

დღის მოაზროვნედ დასახელდა თამარ ფცქიალაძე, რომელსაც სიმბოლურად ბუს ქანდაკება გადაეცა.

გასულ თამაშებში:

„რა? სად? როდის?“ პირველი სეზონი დავით კიკნაძის ექვსეულმა გახსნა, რომელთაც თამაში 6:4 დაასრულეს. დღის მოაზროვნედ დასახელდა მარინა ხვედელიძე.

ასევე, წარმატებით, 6:2, დაამთავრა შემოდგომის სეზონის მეორე თამაში დავით ჩადუნელის ექვსეულმა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დავით ჩადუნელი.

 წამყვანის წინააღმდეგ თამარ წიწილაშვილის ექვსეულმა თამაში  4:6 დაასრულა. დღის მოაზროვნედ დასახელდა დიმიტრი მაღრაძე.

შემოდგომის სერიის ბოლო, ფინალური შეხვედრა ორშაბათს , 17 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიმართება.

 ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?“ ფინალში გივი კურტანიძის ექვსეულის წინააღმდეგ მაყურებელი ითამაშებს.

 კითხვების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე inteleqtxaragauli@gmail.com

მობრძანდით, ერთად ვუგულშემატკივროთ ხარაგაულელ ინტელექტუალებს.

 ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი, ფოტო- სალონი ხარაგაულში.

 

 

ნანახია: 255 - ჯერ