სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/309026750_6512072_n.jpg

ბესარიონ ჭიპაშვილი მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად დაინიშნა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე , ხარაგაულის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა.

 საჯარო მოხელის კარიერული განვითარების საფუძველზე, ხარაგაულის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის, ზედამხედველობის განყოფილების უფროსად ბესარიონ ჭიპაშვილი დაინიშნა.

 ბესარიონ ჭიპაშვილს, საჯარო მოხელისა და ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

 2014 წლიდან - 2016 წლამდე იგი გახლდათ ხარაგაულის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი.

 2016 წლიდან - 2017 წლამდე ზედამხედეველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი.

 2017 წლიდან დღემდე ბესარიონ ჭიპაშვილი ამავე სამსახურის,  ზედამხედველობის განყოფილების III რანგის პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად მუშაობდა.

 

ნანახია: 388 - ჯერ