სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/311227936_1412680502589729_4497206432767920041_n_1.jpg

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილე, ზურაბ მენთეშაშვილი და პროგრამის ხელმძღვანელი ანა ბენდელიანი დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად დამსაქმებლებს შეხვდნენ, მათთან ერთად პროგრამის მიმდინარეობის პროცესებს გაეცნენ  და არსებული გამოწვევები განიხილეს.

შეხვედრას  ხარაგაულის მერის პირველ მოადგილე  ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად  ესწრებოდა.

ვარლამ ჭიპაშვილმა პროგრამის განხორციელებისას გადადგმულ ნაბიჯებსა და არსებულ გამოწვევებზე დეტალურად ისაუბრა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ხარაგაულს საზოგადოებრივი სამუშაოების  პროგრამის განხორციელების საუკეთესო მენეჯმენტი და პრაქტიკა აქვს.

,,ყველაზე მეტი დასაქმებული იმერეთში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ჰყავს , რაც კიდევ ერთხელ  პროგრამის განხორციელების მიმართ პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას მიუთითებს“ - აღნიშნა პროგრამის ხელმძღვანელმა ანა ბენდელიანმა.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ზურაბ მენთეშაშვილმა შეხვედრაზე პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ გააჟღერა ინფორმაცია, რაც მონიტორინგის პროცესის დაწყებას  გულისხმობს.

ზურაბ მენთეშაშვილი:

,,მონიტორინგის ეტაპი სამ თვეს მოიცავს და  წლის ბოლომდე ყველა დამსაქმებლისა და დასაქმებულის შემოწმებას ითვალისწინებს.

შემოწმება შრომის ინპექციის , დასაქმების სააგენტოს და მერიის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის მიერ განხორციელდება.

პროექტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ შეფასება გავაკეთოთ. ამიტომ მნიშვნელოვანია დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან და დამსაქმებლებთან შეხვედრა.

ჩვენ განვიხილეთ არსებული გამოწვევები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ. ჩვენი მიზანია დასაქმების  პროცესი იყოს სამართლიანი და პროგრამა გამჭირვალედ წარიმართოს.“

 

 

ნანახია: 866 - ჯერ