სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/309162001_535362525.jpg

გახდი დონორი, გადაარჩინე სიცოცხლე

ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, „სისხლის ცენტრი“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის გაღების აქციას გამართავს. დონაცია 11:00 საათიდან დაიწყება.

დონაცია ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და სწრაფი პროცესია, რომელიც 15 წუთს გაგრძელდება. დონაცია  იმუნურ სისტემას,  სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით აძლიერებს. გაღებული სისხლით ერთ დონორს შეუძლია ორ ადამიანს გაუხანგრძლივოს სიცოცხლე და ალტრუიზმის გრძნობით გააუმჯობესოს საკუთარი ემოციური მდგომარეობა.

დონორი მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, განისაზღვრება სისხლის ჯგუფი, რეზუსი და ჰემოგლობინის დონე, შემოწმდება 4 სახიფათო B და C ჰეპატიტი, HIV ინფექცია და სიფილისი.

სისხლის დონორთა კრიტერიუმები:

ხართ 50 კგ-ზე მეტი;

კოვიდ-19 გადაიტანეთ მსუბუქ ფორმებში და გასულია მინიმუმ 2 კვირა;

კოვიდ-ვაქცინაციიდან გასულია მინიმუმ ერთი კვირა და ვაქცინის შემდეგ არ გქონდათ გვერდითი მოვლენები;

ბოლო 4 საათის განმავლობაში მიღებული გაქვთ საკვები; არ ხართ ღამენათევი;

არ გაქვთ ქრონიკული დაავადებები და არ იღებთ მედიკამენტებს მუდმივად;

არ ხართ ინფიცირებული B, C ჰეპატიტით, აივ ინფექციით ან სხვა ვენერიული დაავადებით;

არ ჩაგიტარებიათ ქირურგიული ოპერაცია ბოლო 6 თვის განმავლობაში;

სტომატოლოგთან ვიზიტიდან გასულია 6 თვე (კბილის ამოღება, დაბჟენა);

არ გაგიკეთებიათ ტატუ ან პირსინგი ბოლო 6  თვის განმავლობაში;

არ გაგიკეთებიათ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლო 12 თვეში ან ტეტანუსის ვაქცინა ბოლო 2 თვეში;

არ მოიხმართ ვენურ ნარკოტიკულ საშუალებებს;

არ აღგენიშნებათ გაციების სიმპტომები, სმენის და მხედველობის პრობლემები (მიოპია 6-ს დიოპტრზე ქვემოთ დაუშვებელია დონაციისთვის);

არ ხართ მეძუძური დედა და ლაქტაციის დასრულებიდან გასულია 6 თვე;

სისხლის ბოლო დონაციიდან გასულია 60 დღე.

ნანახია: 541 - ჯერ