ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 1 ნოემბერს რიგგარეშე ბიუროს სხდომას გამართავს. დეპუტატები შემდეგ საკითხებს განიხილავენ:
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვახანის, სოფელ ფარცხნალის და სოფელ სარგვეშის სასოფლო ამბულატორიების უფლებრივად უნაკლო მდგომარეობაში სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული დაბა ხარაგაულში, სოლომონ მეფის ქუჩაზე , ჩიხი 1, N6-ში მდებარე 7 კვმ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 36.01.33.434) გასახვისებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხს: ინგა ლურსმანაშვილი
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის #11 დადგენილებაში,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების
(რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: მანანა ბარბაქაძე
- „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი