სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_90.jpg

ხარაგაულის კლინიკაში თვეში ერთხელ უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

დაბა ხარაგაულში სამედიცინო მომსახურეობის გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით, ხარაგაულის მერიას, ხარაგაულის საკრებულოს და რეგიონული ჯანდაცვის ცენტრს შორის  აქტიურმა კომუნიკაციამ პირველი შედეგი გამოიღო.

როგორც მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი გვაწვდის ინფორმაციას, თვეში ერთხელ ხარაგაულის საავადმყოფოში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

პირველი ასეთი აქცია  12 ნოემბერს დაიგეგმა. აქცია 11 საათზე დაიწყება.

აქციის ფარგლებში  ხარაგაულის საავადმყოფოში, დაბის მოსახლეობა შემდეგი სპეციალისტებისგან შეძლებს მომსახურების მიღებას: ოფთალმოლოგი, ნევროლოგი, რევმატოლოგი, ინფექციონისტი, კარდიოლოგი, ექოსკოპისტი, უროლოგი.

 მოლაპარაკებებში აქტიურად იყო ჩართული, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსი, ხარაგაულის საკრებულოს წევრი, გოჩა გიორგიძე:

,,მქონდა მოლაპარაკებები, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრთან და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელებთან და ამ მოლაპარაკებების შედეგად შევთანხმდით, რომ პერიოდულად, თვეში ერთხელ მაინც ხარაგაულის რეგიონული ჯანდაცვის საავადმყოფოში ჩამოვა ექიმ სპეციალისტთა ჯგუფი ქუთაისის ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრიდან და მოქალაქეთა მიღებებს უფასოდ გამართავს.”

აქციის იდეაა, მაქსიმალურად გაიზარდოს მოსახლეობის წვდომა სამედიცინო სერვისებზე, რათა მოსახლეობას შესაბამისი მომსახურების მისაღებად არ უწევდეს გადაადგილება სხვა ქალაქებში.

ნანახია: 370 - ჯერ