სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdlfasdasfd848DSC0134.JPG

ხარაგაულის მერის დავალებით, უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს საკვები პროდუქტები გადაეცათ

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის დავალებით, მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და სოციალური სამსახურის უფროსი , ნანა კიკნაძე , სოფელ უბისაში უკრაინიდან ლტოლვილ ოჯახს ესტუმრნენ და მათ საკვები პროდუქტების ნაკრები გადასცეს.

ოქსანა და ვიტალი კოტები, სამ შვილთან ერთად,  თვეზე მეტია საქართველოში, სოფელ უბისაში, მეგობრის ოჯახში ცხოვრობენ.

დავით დევდარიანი ოჯახის საჭიროებებს ადგილზე გაეცნო.

ზამთრისთვის ხარაგაულის მერია მათ საშეშე მერქნით მოამარაგებს.

უკრაინელ სტუმრებს საქართველო ძალიან მოსწონთ, ამბობენ რომ აქ ხალხი თბილი და ყურადღებანია.

ხარაგაულში ამ დროისთვის უკრაინიდან ტოლვილი სამი ოჯახი ცხოვრობს. მერიის სოციალური სამსახური მათთან მუდმივ კომუნიკაციაში რჩება.

 

 

ნანახია: 388 - ჯერ