ხარაგაულის მუნიციპალიტეტი უერთდება 16 დღიან კამპანიას ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მსოფლიოში 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება.
25 ნოემბრიდან ხარაგაულის მერიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე და ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge ყოველდღიურად განთავსდება, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების ამსახველი ვიდეო-რგოლები და ნარატიული ინფორმაცია.
გთავაზობთ ინფორმაციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
1) 25 ნოემბერი, მამა მიკითხავს ზღაპარს, ბაღების გაერთიანება, ირმა სებისკვერაძე, თამარ ლაცაბიძე
2) 25 ნოემბერი, ნაჩვენები იქნება ტყიბულის თეატრის სპექტაკლი „ქალაქი“. გენდერული საბჭო სპექტაკლზე მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს მოიწვევს
3) 26 – 27 ნოემბერი, თემატური პოსტები სოციალურ მედიაში. ჟანა ნემსაძე, ინგა ბერაძე.
4) 26 ნოემბერი, 11:00 საათი, კულტურის ცენტრის ფოიე. ბაღების გაერთიანების პედაგოგთა თვითშემოქმედებითი ღონისძიება და ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. ირინე ჩხეიძე
5) 28 ნოემბერი, სპორტული შეჯიბრებები გენდერულ ჭრილში. რევაზ შერგელაშვილი, დავით კიკნაძე.
6) 29 ნოემბერი ,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ პერფომანსი ხარაგაულის ქუჩებში. ინგა ბერაძე, მარეხი გორგაძე.
7) 30 ნოემბერი, პერფომანსი ქუჩაში გენდერული ძალადობის თემაზე, მამუკა ჭიპაშვილი.
8) 30 ნოემბერი, წარმატებული ქალების ისტორია, იზა ვეფხვაძე.
9) 5 დეკემბერი, კინო ჩვენება გენდერულ თემატიკაზე, ფილმი ,,ავრორა“. ჟანა ნემსაძე
10) 6 დეკემბერი, ირინე ჩხეიძე კითხულობს მონოლოგს „თავსაფრიანი დედაკაცი“.
11) 6 დეკემბერი, ახალგაზრდული საკრებულოს მიერ ქუჩაში საინფორმაციო ფლაერების გავრცელება, არა ძალადობას, არა ბულინგს. მარინე ხვედელიძე.
12) 8 დეკემბერი, სტუმრად გვეწვევა ა/ო ,,ქალთა საინფორმაციო ცენტრი“. მოხდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) - ის მხარდაჭერით ხარაგაულში განხორციელებული პროექტის ფარგლებში ზაალ სულაკაურის და ნათელა გრიგალაშვილის მიერ ხარაგაულელ ქალებზე შექმნილი ჩანახატებისა და ფოტო ისტორიების გამოფენა. პროექტის მიზანი მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ასაკის ქალების პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა გახლდათ. ინგა ბერაძე , მარეხი გორგაძე
13) 10 დეკემბერი, გენდერული ძალადობის თემაზე მიძღვნილი ესეების დაჯილდოება, ინგა ბერაძე, მარეხი გორგაძე.
ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია, რომელიც მთელს მსოფლიოში 1991 წლიდან იმართება, 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.
კამპანიის პერიოდში, უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღე (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე (1 დეკემბერი), მოხალისეთა საერთაშორისო დღე (5დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღე (6 დეკემბერი) აღინიშნება.