სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0197.JPG

კობა ლურსმანაშვილი ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაო პროცესის გაცნობის შემდეგ, მერმა თავის ხედვები და შენიშვნები მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაუზიარა.

ამ ეტაპზე კვლავ გრძელდება პარკში არსებული ღია კაფის, ვიზიტორთა ცენტრის, საფეხმავლო ბილიკების და შადრევნების რეაბილიტაციის პროცესი, რომლის დასრულებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება.

პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ 500 ათასი ლარია.

 

ნანახია: 77 - ჯერ