სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0406.JPG

ღორეშის საჯარო სკოლამ, ინტელექტუალური თამაშები, ანგარიშით 6:2 დაასრულა

ინტელექტუალური თამაში ,,რა? სად? როდის?" ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

გუნდმა ცნობილი ინტელექტუალური თამაშის სატელევიზიო ვერსია მრგვალ მაგიდასთან, ანგარიშით 6:2 დაასრულა.

სტუმრის სტატუსით გუნდის წინააღმდეგ , მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი თამაშობდა.

დღის მოაზროვნედ ლუკა კურტანიძე დასახელდა, რომელსაც  სიმბოლურად ,,ბროლის ბუ" გადაეცა.

წამყვანის , მამუკა ჭიპაშვილის წინააღმდეგ ღორეშის საჯარო სკოლის გუნდის სახელით თამაშობდნენ: ლუკა კურტანიძე, ელენე კურტანიძე, გენადი ჭუმბურიძე, ავთანდილ სირაძე, მერი ბუხნიკაშვილი და მურმან ბიწაძე.

 სკოლის დირექტორი, ქეთევან ბარბაქაძე:

,,დღეს ემოციური დღე გვქონდა, ჩვენი სკოლისთვის დიდი სიხარული იყო, რომ ჩვენი გუნდი ფინალში გავიდა. ნამდვილად კარგი და ძლიერი ექვსეულია. ბავშვები მოტივირებულები  იყვნენ და  შედეგიც სახეზეა, ვულოცავ, ძალიან გაგვახარეს".

დღის საუკეთესო მოთამაშე, ლუკა კურტანიძე:

,,მიხარია რომ ინტელექტუალურ თამაშებში ვმონაწილეობ , ჩემთვის გასაოცარია ეს გარემო. თამაშისთვის სერიოზულად მოვემზადე ვიკითხე წიგნები და ენციკლოპედიები. გამარჯვების მოლოდინი მქონდა."

ხვალ ინტელექტუალური თამაშების ზამთრის სერიაში, წამყვანის წინააღმდეგ,  მეორე საჯარო სკოლის გუნდი ითამაშებს.

ინტელექტუალური თამაშები ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრის" ორგანიზებით და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობს.

ნანახია: 139 - ჯერ