სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0017.JPG

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

დღეს , 21 დეკემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობას 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
მუნიციპალიტეტის მერმა, საზოგადოებას ასევე ხარაგაულის მერიის 10 წლის ანგარიში გააცნო.
,,ხარაგაულს მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს ცენტრალურ ხელისუფლებასთან, საკრებულოსთან, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან და მაჟორიტარ დეპუტატთან.
სწორედ მათი მხარდაჭერით და ჩართულობით 2022 წელს ხარაგაულში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტრული პროექტი განხორციელდა. მუნიციპალიტეტი ახალ წელს, ახალი გზებით, სკვერებით, ფასადებითა და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება”-აღნიშნა ანგარიშის წარდგენისას ხარაგაულის მერმა.
შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა ვრცლად ისაუბრა 2022 წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებზე:
,,ხარაგაულის მერია დაკომპლექტებულია კვალიფიციური საჯარო მოხელეებით. სწორედ მათთან უშუალო კომუნიკაციის, გააზრებული ქმედებების და სათანადო პასუხისმგებლობის საფუძველზე, სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენ შევძელით მიმდინარე წლის წარმატებით დასრულება.
საანგარიშო წლის განმავლობაში მერიის შესაბამის სამსახურებთნ ერთად აქტიურად ვთანამშრომლობდით სახელმწიფო კანცელარიასთან, სამინისტროებთან, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან, მაჟორიტარ დეპუტატთან, ადგილობრივი წარმომადგენლობით ერთეულებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მუდმივი და ღია ურთიერთობის შედეგად ხარაგაულში 2022 წლის განმავლობაში მიღწევები ინფრასტრუქტურული, სოციალური, კულტურული და სპორტული მიმართულებებით არ შეჩერებულა.
ხარაგაულში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ასევე, რეგიონული განვითარების ფონდიდან, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან და სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით.
2022 წელი გამორჩეული იყო, როგორც მუნიციპალიტეტის მიერ პრიორიტეტების შესაბამისად დაგეგმილი პროექტების განხორციელებით, ასევე, ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაფინანსებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტებით.
უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას მიმდინარე წელს 25 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
წელს პირველად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ინიციატივით, ხარაგაულში ,,განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში შენობა - ნაგებობების ფასადების და სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო.
ხარაგაულში 2022 წელს წლების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა მოიხსნა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის შედეგად დაბა ხარაგაულს უწყვეტი წყალმომარაგება აქვს .
მიმდინარეობს წყალარინების (კანალიზაციის) მასშტაბური, საუკუნოვანი პროექტის სამუშაოები.
მთელი წლის განმავლობაში ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების გაბნხორციელებით, საქართველოს მასშტაბით ღირსეულად ინარჩუნებდა ადგილს 10 წარმატებულ მუნიციპალიტეტს შორის.
წელს პირველად, ხარაგაულმა მიიღო დამატებითი ბონუს თანხა 50 ათასი ლარი ინფრასტრუქტურული პროექტების დროული და რიგ შემთხვევებში წინსწრებით შესრულებისთვის. მიღებული ბონუს თანხით ხარაგაულის მერიამ დამატებით 3 პროექტის განხორციელება და სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაცია შეძლო.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელი გარდამავალ პროექტებში 1,5 მილიონი ლარის წინსწრებით შესრულებული სამუშაოებით გამოირჩევა.
სოციალური მიმართულება ხარაგაულის მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. გასულ წელთან შედარებით გაზრდილი გახლდათ სოციალურ პროგრამებზე მოქალაქეების ხელმისაწვდომობა. არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანი თანამშრომლობის და საჭიროებების სწორად იდენტიფიცირების შედეგად ჩვენ შევძელით მოსახლეობისთვის ახალი სოციალური სერვისების შეთავაზება.“
ხარაგაულის მერმა, აღნიშნა რომ 2022 წელი ასევე გამორჩეული გახლდათ კულტურული მიღწევებით, გამარჯვებებით და აღიარებით.
კობა ლურსმანაშვილი იმედოვნებს , რომ ინფრასტრუქტურული გამოწვევების დადებით გადაჭრა, სამომავლოდ, ტურიზმის განვითარებაზე, ეკონომიკისა და სოციალური დონის გაუმჯობესებაზე დადებითად აისახება და ხარაგაულელებს 2023 წელს ხარაგაულის განვითარებისთვის უფრო მეტ მასშტაბურ პროექტს ჰპირდება.
,,წლის ბოლომდე ხარაგაულში ყველა მიმდინარე პროექტი დასრულებული იქნება.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელებას კვლავ გააგრძელებს. ველოდებით მოსახლეობის კიდევ მეტ ჩართულობას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში. მადლობას ვუხდი მათ 2022 წლის განმავლობაში გამოხატული აქტიურობისთვის, დაინტერესებისთვის. სწორედ მათთან მუდმივი კომუნიკაციით მიიღწევა წარმატება , რომელიც მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანესია” -აღნიშნავს ხარაგაულის მერი.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს.
ანგარიშის სრული ვერსია განთავსდება ვებ - გვერდზე  kharagaulinews.gov.ge

 

ნანახია: 1188 - ჯერ