სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd445asd.jpg

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე უძღვებოდა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილმ, ვარლამ ჭიპაშვილმა დეპუტატებს 2023 წლის საბიუჯეტო ცვლილება გააცნო. ცვლილების თანახმად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 3 643 963 ლარი გამოეყო. აქედან, 3 619 544 ლარი გზების რეაბილიტაციას, 24 419 ლარი კი უბისაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მოწყობას მოხმარდება.   

ცვლილების მიხედვით, ბიუჯეტში აისახება, ასევე, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელები პროექტებისთვის გამოყოფილი 890 000 ლარი და წინა წლებში აღებული ვალდებულებების დასაფარავად სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების ნაშთებიდან გამოყოფილი 538 059 ლარი, რაც ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება.

შესაბამისად, მუნიციპალიტეტის შემოსულობები 17 266 963 ლარით, ხოლო გადასახდელები  19 252 023 ლარით განისაზღვრება.

ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:

  1. 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

  1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;

მომხს: პავლე კიკალიშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.

მომხს:ინგა ლურსმანაშვილი

აღნიშნულ საკითხებს დეპუტატები 18 იანვრის საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს.

 

 

ნანახია: 581 - ჯერ