სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgn.JPG

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა დაიწყო- ხარაგაულის მერი გედსამანიის მაცხოვრებლებს შეხვდა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პროგრამის ფარგლებში, დღეს სოფელ გედსამანიის და ვერტყვიჭალის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მერი, თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატთან , ლენა აბაშიძესთან , და მერის წარმომადგენელთან, კახა ლომიძესთან ერთად იმყოფებოდა.

 მერმა ადგილობრივი მაცხოვრებლებიდან უშუალოდ მოისმინა საპროექტო წინადადებები და მათთან ერთად განიხილა თითოეული იდეის განხორციელების შესაძლებლობა.

კობა ლურსმანაშვილი:

 ,,შეხვედრამ მოსახლეობის მაღალი აქტივობის ფონზე ჩაიარა. სასიხარულოა რომ მოქალაქეები გრძნობენ თავიანთ წილ პასუხისმგებლობას და აქტიურად არიან ჩართულნი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრაში."

ხარაგაულის მერმა,  განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის განკუთვნილი თანხით, მცირე  პროექტები განხორციელდება.

შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა მოსახლეობის წინაშე ის მასშტაბური და სერიოზული პროექტები დააანონსა, რომლის განხოეციელება, ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში  სხვა  ფონდებიდან მიღებული დაფინანსებით იქნება შესაძლებელი.

მერიის აქტიური მუშაობის შედეგად წარდგენილია მოთხოვნა გედსამანიის და ხუნევის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის მიზნით.

დაგეგმილია გედსამანიის საბავშვო ბაღის მშენებლობა.

მაღალმთიანი დასახლებების პროგრამის  ფარგლებში, სოფელ გედსამანიაში  გზა რეაბილიტირდება, რიკაძეების და ჩადუნლების უბანში.

შეხვედრებზე კობა ლურსმანაშვილმა ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლებს ,  ავტობანზე წვდომის დაკარგვის გამო, მუნიციპალური ტრანსპორტის შეთავაზება გაუკეთა.

ალტერნატიული საავტომობილო გზის გაკეთებამდე საქასრიის, ხუნევის, ვეტყვილის, ვერტყვიჭალის  და გედსამანიის მაცხოვრებლები  მუნიციპალური ტრანსპორტით ისარგებლებენ.

მერის დავალებით , მერიის შესაბამისი სამსახურები აღნიშნული მომსახურეობის შესყიდვაზე უკვე მუშაობენ. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული სოფლის მხარდაჭერის  პროგრამის ფარგლებში,ხარაგაულში   შეხვედრები 24 იანვრიდან  3 თებერვლამდე გაგრძელდება.

 ხარაგაულის 79 სოფლის მაცხოვრებელს ხარაგაულის მერია შესაძლებლობას აძლევს, ჩაერთოს და უშუალოდ მიიღოს მონაწილეობა სოფლის გაძლიერებაში.

 ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  მოსახლეობის გადაწყვეტილებით, შემდეგი ინიციატივები განხორციელდება:

 ხუნევში ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა გარე განათების მოწყობა და  სასაფლაოს შემოღობვა გადაწყვიტეს.

 გედსამანიაში ხიდბოგირი გაკეთდება ჩადუნლების და ჭალის უბანში.

ასევე მოხდება გარე განათების ქსელის მოწყობა და ეკლესიის შემოღობვა.

სოფელ ვერტყვიჭალაში მოსახლეობის გადაწყვეტილებით, გზა მობეტოდნება გოგოლაძეების უბანში და გარე განათების ქსელის მოეწყობა გოგოლაძების და ციცქიშვილების უბანში.

სოფელ ვერტყვილაში ხმათა უმრავლესობით  საყრდენი კედლის მოწყობა გადაწყდა აბაშიძეების უბანში, სანიაღვრე არხის მოწყობა და გზის გასწორხაზოვნება ხუწურის უბანში.

გარე განათების ქსელის მოწყობა ბლიაძეების და ლურსმანაშვილების უბანში.

წყლის სათავე ნაგებობის მოწყობა და ავზის შეძენა გოგიაშვილების უბანში.

სოფელ ბჟინევის მაცხოვრებლებმა პრიორიტეტად სასაფლაოს შემოღობვა მიიჩნიეს.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,  ხარაგაულს,  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან 890 ათასი ლარი გადმოეცა.

აღნიშნული თანხა სოფლებზე, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გადანაწილდება.

 

ნანახია: 82 - ჯერ