სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dffgn_1.png

6 თებერვალს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

 გაეცანით დღის წესრიგს

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების  თაობაზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ

  მომხს: ზურაბ იჩქიტიძე

 

  1. ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ.

მომხს: ნანა კიკნაძე

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

 

  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის შესახებ 2021 წლის 03 დეკემბრის, 2022 წლის 07 მარტისა და 2022 წლის 03 ოქტომბრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხს: პავლე კიკალიშვილი

 

 

საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე

საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის

შემსრულებელი   :  დავით კიკნაძე                                        

 

 

ნანახია: 274 - ჯერ