სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/es_5.jpg

ხარაგაულში წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნა.

ღონისძიება საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინიციატივით მოეწყო და მასში მუნიციპალიტეტის სკოლების 80-მდე მოსწავლე იღებდა მონაწოლეობას.

ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა მათთვის სასურველი ლექსები და ამონარიდები წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებიდან.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცემნტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე:

„მსოფლიოში 100 წელზე მეტია რაც წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე აღნიშნება. საქართველოში რვა წელია რაც დაიწყო ეს ძალიან კარგი ინიციატივა, ხარაგაული პირველი წლიდანვე აქტიურად ჩაერთო მასში. პანდემიის შემდეგ უფრო გაგვიჩნდა ხალხმრავალი ღონისძიებების სურვილი, თითქოს დავშორდით ერთმანეთს, ამიტომ მინდოდა მოსწავლეები შემეხვედრებინა ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, კარგი და საინტერესო დღე გამოვიდა.“

ნანახია: 255 - ჯერ