სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kty.jpg

ხიდრის მოსახლეობამ პროექტები ხარაგაულის მერთან ერთად შეარჩია

სოფელ ხიდარში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს.

მოსახლეობას ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან, მერის თანაშემწესთან, ჟანა ნემსაძესთან, ვარძია-ხიდარი-წყალაფორეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, შმაგი ხიჯაკაძესთან, და მერის წარმომადგენელთან, გიგი დოლიკაშვილთან ერთად ხვდება.

სოფელ ხიდარში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათება და სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა.

 

ნანახია: 295 - ჯერ