სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/329378125_1597221417460129_5249755048777093320_n.jpg

დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი.

 

დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა ზურაბ იჩქირიძემ წარადგინა.  

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა, ნანა კიკნაძემ საკრებულოს წევრებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ წარუდგინა საკითხი.

სოციალური მიმართულებით მიმდინარე წელს რამდენიმე ახალი მნიშვნელოვანი პროგრამა დაემატა, რომელიც მორგებულია ჩვენ მოქალაქეებზე. მათ შორისაა, იშვიათი დაავადების მქონე ერთ წლამდე ბავშვთა საკვებით უზრუნველყოფა, ინვიტროგანაყოფიერების დაფინანასება, ასევე, აუტისტური სპექტრის ბავშვებისთვის დიაგნოსტირებისა და თერაპიის დაფინანსება.

საკრებულოს თანხმობით, ა(ა)იპ- სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაბა ხარაგაულში 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის  მესამე  სართულზე მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახი ფართით 9.26 კვ.მ (ს/კ 36.01.33.046.01.501)  და 22.04 კვ.მ (ს/კ 01.33.046.01.500) საერთო ფართით 31.66 კვ.მ .სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადაეცა.  

 მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N 19 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა ინფორმაცია. ცვლილების თანამხად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილის  შტატი  იქმნება. ასევე, შესყიდვების სამსახურში არსებული შტატი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვებსა და იურიდიულ საკითხებში გადაკეთდება პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტად.

საკრებულოს წევრებმა, ასევე, განიხილეს საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევის შესახებ 2021 წლის 03 დეკემბრის, 2022 წლის 07 მარტისა და 2022 წლის 03 ოქტომბრის განკარგულებებში ცვლილების შეტანის თაობაზე.

 

ნანახია: 375 - ჯერ