სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.jpg

სამედიცინო აქცია ხარაგაულში

20 თებერვალს, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, კიდევ ერთი უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკის, კლინიკური მენეჯერი დიმიტრი კოჩაძე, 20 თებერვალს ბენეფიციარებს კვლავ აქციის ფარგლებში უმასპინძლებს.

კონსულტაციას ქ. თბილისის შპს "ზურაბ ტყეშელაშვილის სახელობის ტრავმატოლოგია ორთოპედიის ცენტრის“ სპეციალისტები ჩაატარებენ.

ექიმი ანგიოლოგი/ანგიოქირურგი - ოთარ ფილიშვილი, ექიმი ნეიროქირურგი: ველოდი გახარია და ალექსანდრე კორძაძე.

შეგიძლიათ გვეწვიოთ თუ თქვენთვის ნაცნობია შემდეგი სიმპტომები:

  • ტკივილი ხერხემლის არეში(კისერი , გულმკერდი, წელი)
  • ტკივილი, დაბუჟება, ძალის დაქვეითება კიდურებში
  • თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევები
  • ტკივილი სახის არეში
  • შუილი ყურებში
  • ხერხემლის გამრუდება
  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება - ( ქვედა კიდურების წვა, სიმძიმე, სიმხურვალე, ტკივილი, ვენური ქსელის არსებობა, გართულებულ შემთხვევაში შეშუპება და დაწყლულება).
  • კიდურების ათეროსკლეროზი - ( ტკივილი კანჭის კუნთებში, სწრაფი დაღლა)
  • საძილე არტერიების სტენოზი - ( ხშირი თავბრუსხვევა, ხანმოკლე ბარბაცი, მხედველობის ამოვარდნა, ტრანზიტორულ–იშემიური შეტევა )
  • ანამნეზში იშემიური ინსულტი სხვადასხვა ხარისხის.
  • მუცლის აორტის ანევრიზმა - ( პულსაცია მუცლის არეში )

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა რაიონიდან გაუსვლელად, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკაში მიიღოთ მაღალკვალიფიციური სპეციალისტების უფასო კონსულტაცია, საჭიროებისამებრ ადგილზე ჩაიტაროთ საჭირო ლაბორატორიული ან/და ინსტრუმენტული კვლევა. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების დიაგნოსტიკის შემდეგ ადგილზე მოხდება სამკურნალო-პრევენციული ღონისძიებების შერჩევა და დაგეგმარება.

უფასო კონსულტაციის დღეს, ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, მიკროავტობუსები პაციენტებისათვის უსასყიდლოდ იმოძრავებს ხარაგაულის რამოდენიმე სოფელში. კერძოდ: ვარძია, წყალაფორეთი, კიცხი, ხიდარი, დაბა ხარაგაული.

ხარაგაულის სამედიცინო ცენტრი, მადლობას უხდის შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორს ბატონ - გიორგი აბაიაძეს, შპს“ რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის“ სამედიცინო დირექტორს ქალბატონ ნანა მგალობლიშვილს, მოწვეულ სპეციალისტებს, ადგილობრივ მერიას და ხარაგაულის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისის თავმჯდომარეს ბატონ შმაგი ხიჯაკაძეს, გაწეული დახმარებისთვის.

შეგახსენებთ, რომ დღეს, 14 თებერვალს, გაიმართება უფასო სამედიცინო აქცია რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ხარაგაულის კლინიკაში.

 

ნანახია: 516 - ჯერ