სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/gasflrtfcccsdg.jpg

,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიაში სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეულმა ითამაშა

ხარაგაულის კინოთეატრში ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?" ზამთრის სერიის მორიგი თამაში გაიმართა.

დღეს წამყვანის წინააღმდეგ სპარტაკ ლაცაბიძის ექვსეული თამაშობდა.

თამაშს ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე.

გუნდის წინაშე სპეციალური კითხვით წარსდგა, მე-2 საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა ტალახაძე.

დღეს მრგვალი მაგიდის გარშემო თამაშობდნენ:

სპარტაკ ლაცაბიძე

კობა კაკიაშვილი

თენგიზ ჭყოიძე

როლანდი ცუცქირიძე

ვახტანგ ცხოვრებაძე

გიორგი კაკიაშვილი

თამაში ანგარიშით 5:6 დასრულდა.

დღის მოაზროვნედ დასახელდა გუნდის წევრი, გიორგი კაკიაშვილი.

20 თებერვალს, ინტელექტუალური თამაშების, ზამთრის სერიაში- მარელისის საჯარო სკოლის დირექტორის, ვერა ოდიკაძის ექვსეული მიიღებს მონაწილეობას.

ინტელექტუალური თამაშები, 27 თებერვალს ზამთრის სერიის ფინალური თამაშით დასრულდება.

,,რა? სად? როდის?“ მხარდამჭერია ხარაგაულის მერია, რომელიც გამარჯვებულ გუნდს ფულად პრიზს გადასცემს.

 

 

 

ნანახია: 611 - ჯერ