სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/ffashhae.JPG

ხარაგაულელი ჩემპიონების, ევსემ შველიძისა და ვახტანგ ნიქაბაძის დედებს 3 მარტი მიულოცეს

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, რევაზ შერგელაშვილმა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენის, ვახტანგ ნიქაბაძის დედას ქალბატონ, მაია მაღრაძეს, 3 მარტი მიულოცა.

დედის დღე მიულოცეს ასევე, წარმატებული სპორტსმენის, ევროპის ვიცე-ჩემპიონის,საპატიო ხარაგაულელის, გამორჩეული ახალგაზრდის ევსემ შველიძის დედას-ქალბატონ ელზა ბერაძეს.

რევაზ შერგელაშვილი: ,,ასეთი ადამიანები ჩვენგან დიდ ყურადღებას იმსახურებენ.მინდა რომ ქალბატონი ელზა მუდამ ბედნიერი იყოს და იამაყოს შვილის გამარჯვებებით. მადლობა მას ასეთი შვილის აღზრდისთვის.

 ევსემმა მიღწეული შედეგებით არაერთხელ ასახელა ხარაგაული. მწამს,რომ ქალბატონი ელზა და ევსემის ყველა გულშემატკივარი ერთად ვიზეიმებთ მის ჩემპიონობას."

ნანახია: 441 - ჯერ