სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/333985160_228373442904464_39911183810489333_n.jpg

2023 წელს ხარაგაულის მერია მოქალაქეებს 19 სახის სოციალურ პროგრამას სთავაზობს

მიმდინარე წელს  სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით ადგილობრივ ბიუჯეტში 1 800 000 ლარია გათვალისწინებული.

კობა ლურსმანაშვილი: ,,სოციალური მიმართულება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.

ხარაგაულის მერია ღიაა მოქალაქეების მიმართ. ჩვენ მზად ვართ მოქალაქეების საჭიროებებს ვუპასუხოთ. დახმარების მიღების პროცესი არის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომობას აძლევს თითოეულ მოქალაქეს ყოველგვარი ბარიერის გარეშე  ისარგებლოს მერიის სოციალური პროგრამებით.“

მოქალაქეების განცხადებებს სოციალურ საკითხთა კომისია, მერის პირველი მოადგილის  ვარლამ ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით,  თვეში ერთხელ განიხილავს.

ბაზაში არ ფიქსირდება უპასუხოდ დარჩენილი განცხადება და თითოეულ მათგანზე დროული რეაგირებაა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ  მერიის მიერ სოციალური მიმართულებით შემუშავებული შემდეგი პროგრამებით ისარგებლონ:       

მატერიალური დახმარება მოქალაქის ოპერაციის, სამედიცინო მომსახურების, კვლევისა და მედიკამენტის დაფინანსებისას

  1. მოქალაქეს სტაციონარული ან ამბულატორიული მკურნალობისათვის დახმარება გაეწევა – იმ თანხის 50%-ით, რომელიც არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო დაზღვევის პროგრამით, არაუმეტეს 1000 ლარისა; სიცოცხლისთვის საშიში დაავადებების (ონკოლოგიური და სხვა მძიმე სახის დაავადება) მკურნალობისას – 1500 ლარამდე.
  2. სამედიცინო გამოკვლევებისთვის – არაუმეტეს 500 ლარისა.
  3. 3. მედიკამენტების შესაძენად ერთჯერადად – 150 ლარამდე შემდეგი დაავადებებისას: ა) ეპილეფსია; ბ) პარკინსონი; გ) ბრონქიალური ასთმა; დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია.

ე) 0-6 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 001-ს.

  1. იშვიათი დაავადების მქონე 1 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციფიკური საკვებით უზრუნველყოფა წლის განმავლობაში 3000 ლარამდე.
  2. ინ ვიტრო განაყოფიერების თანადაფინანსება წლის განმავლობაში 2000 ლარამდე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების  დახმარება

  1. კალენდარული წლის განმავლობაში მატერიალური დახმარება გაეწევათ:

ა) კოხლეარული იმპლანტით მოსარგებლე, 0-18 წლამდე ასაკის არასრულწლოვან პირს, ფუნქციური დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესებისა და მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით კოხლეარული იმპლანტის აპარატის შეუფერხებელი ფუნციონირებისათვის საჭირო ელემენტის/ნაწილების შესაძენად - წელიწადში 1200 ლარის ოდენობით;

ბ) შშმ 18 წლამდე ასაკის ბავშვს მედიკამენტოზური და სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის თანადაფინანსებით – 1200 ლარამდე;

გ) შშმ პირს, რომელიც საჭიროებს მომვლელს და არ არის სოციალური შემწეობის მიმღები -  თვეში 50 ლარის ოდენობით.

დ) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებს, დიაგნოსტიკის  და თერაპიის მიზნით  -2000 ლარამდე.

ხანდაზმულთა  დახმარება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 100 წლის და მეტი ასაკის ხანდაზმულებს საიუბილეოდ გაეწევათ  დახმარება  1000  ლარის ოდენობით.

გარდაცვლილი დევნილის, ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების ვეტერანის დაკრძალვის ხარჯები

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილის, ომის, სამხედრო და თავდაცვის ძალების  ვეტერანის დაკრძალვის შემთხვევაში სარიტუალო მომსახურებაზე დახმარება განისაზღვროს – 250 ლარის ოდენობით.

სოციალურად დაუცველი ან უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის    ხარჯები

სოციალურად          დაუცველთა ბაზაში           რეგისტრირებულ   65001  სარეიტინგო ქულამდე მყოფ გარდაცვლილის  ოჯახის  წევრს დაკრძალვის ხარჯისთვის გაეწევა დახმარება  250 ლარის ოდენობით.

ჰემოდიალიზის ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებლე და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება

ჰემოდიალიზის       ჩანაცვლების სეანსებით     მოსარგებლე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით.

 მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება

დახმარება გაეწევათ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150001-ს და ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი, დახმარება განისაზღვრება წელიწადში ერთხელ – თითოეულ ბავშვზე  100 ლარის ოდენობით.

მარტოხელა მშობლების  დახმარება

დახმარება გაეწევათ მარტოხელა მშობლებს, რომელთაც ყავთ არასრულწლოვანი შვილ(ებ)ი, ყოველთვიურად – 50 ლარის ოდენობით.

ერთჯერადი ფინანსური  დახმარება

ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაეწევათ ოჯახებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო განიცდიან უკიდურეს მატერიალუს ხელმოკლეობას. დახმარება განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარისა.

მარჩენალდაკარგულ  და  რეინტეგრირებულ პირთა დახმარება

მარჩენალდაკარგულ და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ პირთა დახმარება გაიცემა:

ა)  მარჩენალდაკარგულ  21 წლამდე ასაკის პირზე, რომელსაც გარდაცვლილი ყავს ერთ-ერთი ან ორივე მშობელი.  დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად  50 ლარის ოდენობით.

ბ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ 21 წლამდე ასაკის პირზე. დახმარება განისაზღვრება ყოველთვიურად  50 ლარის ოდენობით.

ყოველთვიური ფინანსური დახმარება

ყოველთვიური ფინანსური დახმარება გაეწევათ: ა) დიდი სამამულო ომის ვეტერანებს; ბ) უსინათლოთა კავშირში რეგისტრირებულ უსინათლოებს; გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ დევნილებს.  დახმარება განისაზღვრება თვეში 50 ლარის ოდენობით.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება

 კალენდარული წლის განმავლობაში დახმარება გაეწევათ:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა იმ ოჯახებს, რომლებზეც არ ვრცელდება „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმები. დახმარება განისაზღვრება წელიწადში 2000 ლარის ოდენობით;

ბ) 2008 წლის წლის 8 აგვისტოს ომში დაღუპულის ოჯახს, 500 ლარის ოდენობით.

სადღესასწაულო დღეების დახმარება

  1. ღირშესანიშნავ თარიღებთან დაკავშირებით სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფზე გაიწევა ფინანსური დახმარება:

ა) ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად სამამულო ომის ვეტერანებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

ბ) ჩერნობილის ა/ელექტროსადგურის სალიკვიდაციო სამუშაოებისას დაზარალებულებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

გ)1989 წ. 9 აპრილს დაზარალებულებისათვის – 300 ლარის ოდენობით;

დ) დაუნის სინდრომის მქონე მოქალაქეებისათვის – 200 ლარის ოდენობით;

ე) აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე პირებისათვის – 200 ლარის ოდენობით.

  1. საკვები პროდუქტის შეძენა ან/და  ფინანსური   დახმარება    უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის       დღესასწაულთან     დაკავშირებით,        რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.

ახალშობილთა ოჯახების  დახმარება

მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალშობილთა ოჯახების დახმარება  განისაზღვრება პირველი ბავშვის შეძენის შემთხვევაში 100 ლარით, მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში 150 ლარი და ყოველ მომდევნო ბავშვზე ემატება 50 ლარი. ტყუპების შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 500 ლარით. სამი და მეტი ტყუპის შეძენის შემთხვევაში დახმარება განისაზღვრება 1500 ლარით.

ბინის ქირით უზრუნველყოფა

ბინის ქირა არაუმეტეს 200 ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე პირს, რომლის სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.

სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება

სტიქიის შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების დახმარება მინიჭებული კატეგორიების მიხედვით  განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:

ა) პირველი კატეგორია – 1200-დან 1500 ლარამდე;

ბ) მეორე კატეგორია – 500-დან 1200 ლარამდე;

გ) მესამე კატეგორია – 200-დან 500 ლარამდე.

გადაუდებელი რეაგირება

  1. დახმარების მიმღებია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახი, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას.
  2. დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საყოფაცხოვრებო საჭიროებიდან გამომდინარე).

ვეტერანთა დახმარება

დახმარების მიმღებია ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანი, რომელსაც ესაჭიროება დახმარება.  დახმარება განისაზღვრება ერთჯერადად არაუმეტეს 500 ლარისა.

 არასრულწლოვანთა დახმარება

  1. დახმარება გაიწევა როგორც მუნიციპალიტეტის, ასევე ნებისმიერი შესაბამისი ორგანიზაციის ბავშვისა და ოჯახის სოციალური მუშაკის შეფასების დოკუმენტის ინტერდისციპლინარული განხილვის საფუძველზე შედგენილი სამოქმედო გეგმის შესაბამისად განსაზღვრული ოჯახებისათვის იმ საჭიროებების მოგვარების მიზნით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა ქვეპროგრამით და აუცილებელია ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. 
  2. დახმარების მიღება გახორციელდეს ბავშვისა და ოჯახის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე და გასცემი თანხის ოდენობა, თითოეულ ქეისზე, განისაზღვროს არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით.

დახმარება შეიძლება იყოს მატერიალური ან არამატერიალური (საჭიროებიდან გამომდინარე).

შინმოვლის პროგრამა

ადრეული განვითარების სერვისის დანერგვა და შინმოვლისა  და პერსონალური ასისტენტის   საჭიროების მქონე პირებისთვის მომსახურების ადგილზე მიწოდება.

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური მიმართულებით ასევე აფინანსებს ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, რომელიც თავის მხრივ ახორციელებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფასა და სანიტარულ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის კონტროლს. ასევე, ფინანსდება ა(ა)იპ „სათნოების სახლს“, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა სოციალური სტატუსის მქონე პირთა ერთჯერად უფასო კვებას.

პროგრამა ითვალისწინებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული, სოციალურად დაუცველი მოხუცების, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების მორალურ და ეკონონიკურ მხარდაჭერას. მოქალაქეთა ცხელი სადილით უზრუნველყოფას  კვირაში ექვსი დღე ერთჯერადი კვებით დაბის ტერიტორიაზე, ხოლო მუნიციპალიტეტის ოთხ ტერიტორიულ ერთეულში გამზადებული ცხელი  საკვების მიწოდება კვირაში ორი დღე. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში   დახმარება უკიდურესად გაჭირვებულ მოწყვლად ჯგუფებზე საკვები პროდუქტებით მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულებში მომართვიანობის შემთხვევაში. სათნოების სახლის ბაზაზე გახსნილია სოციალური სამრეცხაო და სოციალურად დაუცველებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ  სამრეცხაოს სერვისით.

იმისთვის რომ სოციალური პროგრამის მოსარგებლე გახდე, შეგიძლია მიმართო

მერის წარმომადგენელს თქვენს ადმინისტრაციულ ერთეულში. დამატებითი შეკითხვებზე პასუხს მიიღებთ მერიის სოციალურ სამსახურში. ვრცელ ინფორმაციას მერიის სოციალური პროგრამების შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე kharagaulinews.gov.ge

 ეწვიეთ  ,,მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმას" https://bit.ly/3Wean4s და მიიღეთ ინფორმაცია ყველა სოციალური პროგრამის შესახებ, რომელსაც ხარაგაულის მერია თავის მოქალაქეებს სთავაზობს.

 

ნანახია: 851 - ჯერ