სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/samoqalaqo_1.jpg

სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 19 იდეა შეირჩა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის  ბრძანებით სამოქალაქო ბიუჯეტის პროგრამისთვის 2023 წელს 150 000 ლარი განისაზღვრა.

,,სამოქალაქო ბიუჯეტის” პროგრამის ფარგლებში საპროექტო წინადადებების მიღება დასრულდა.

 სულ შემოვიდა 35 საპროექტო წინადადება. 

 ხმის მიცემის ეტაპზე 19 იდეა გადავიდა.

ეს პროექტებია:

სოფელ მაქათუბანში ფეხბურთის მოედნის მოწყობა - გურამ შველიძე

სოფელ ბორში გასართობ-დასასვენებელი  სივრცის მოწყობა - თამთა პავლაძე

სოფელ  საბეში გამოქვაბულში ასასვლელი კიბისა და მის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის მოწყობა  - ლელა ბაბლიძე

სოფელ ბორითში დასასვენებელი სივრცის მოწყობა როგორც ბავშვებისთვის ასევე მოზარდებისთვის - ნიკა გორგაძე

სოფელ ლეღვნის ცენტრში ახალგაზრდული სკვერის მოწყობა - თამაზ მაღრაძე

სოფელ ბორითში ინოვაციური სივრცის მოწყობა - გურამ კურტანიძე

სოფელ ღორეშაში ,,პაპულიას წყაროს“ რეაბილიტაცია - თორნიკე კურტანიძე

სოფელ ვარძიაში ახალგაზრდული სკვერის და მემორიალური სივრცის მოწყობა - გაგა ბედიაშვილი

 მინი-სტადიონის მოწყობა სოფელ წყალაფორეთში -ანა ნიქაბაძე

დაბა ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის ინფრასტრუქტურის მოწყობა - დიმა ჩიკვაიძე

 დაბა ხარაგაულში ჭავჭავაძის ქუჩაზე საბავშვო ატრაქციონის მოწყობა - ხათუნა თურქიშვილი

სოფელ ხიდარში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერისა და მემორიალური დაფის მოწყობა - ლევან დოლიკაშვილი

 სოფელ ხუნევის ტერიტორიაზე საბავშო სკვერის მოწყობა - მარიკა ლომიძე

 გედსამანიის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცის მოწყობა - რუსუდან ჩადუნელი

 სოფელ საღანძილეში, კიკნაძეების უბანში წყაროს რეაბილიტაცია და მიმდებარედ სკვერის მოწყობა - ალექსი კიკნაძე

 სოფელ თეთრაწყაროში სკვერში არსებულ ტერიტორიაზე ფეხბურთის მინი სტადიონის მოწყობა - ელგუჯა ბანცაძე

 ღია სპორტული ტრენაჟორების მოწყობა  სოფელ ნადაბურში - ნინო ლომიძე

 მოლითში შეხვედრებისთვის დარბაზის რებილიტაცია - იოსებ კიკნაძე

სოფელ ნებოძირში სკვერის მოწყობა - ნინო ტალახაძე

 ხარაგაულის მერია კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს ინდივიდუალურად გაგაცნობთ  და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

 თქვენთის სასურველი პროექტისთვის, საჯაროდ ხმის მიცემა უკვე შეგიძლიათ  მოცემული ბმულის საშუალებით . https://bit.ly/3VQ834d

გაწვდით ინფორმაციას ხმის მიცემის წესების შესახებ:

ხმის მიცემისათვის ზემოთ მითითებულ ლინკზე, მონაწილემ შემდეგი თანმიმდევრობით, შესაბამის გრაფებში, უნდა მიუთითოს:

 ➤  სახელი, გვარი

➤ პირადი ნომერი

➤ მობილური ტელეფონის ნომერი

➤ მონიშნოს ღილაკი ვეთანხმები ხმის მიცემის წესებს (დაინტერესების შემთხვევაში წესების გასაცნობად უნდა დააკლიკოს ამავე ტექსტს და გამოჩნდება შესაბამისი ინფორმაცია)

➤ მონიშნოს ღილაკი sms კოდის მიღება

➤მითითებულ მობილურ ნომერზე მიიღებს sms კოდს

➤ მიღებული კოდი შეიყვანოს ეკრანზე გამოჩენილ შესაბამის გრაფაში.

ამის შემდეგ გამოჩნდება პროექტების ჩამონათვალი. ამავე გვერდზე i ღილაკის მონიშვნით გამოჩნდება შესაბამისი პროექტის აღწერა.

მონაწილემ უნდა მონიშნოს მისთვის სასურველი მაქსიმუმ 3 პროექტი და დაადასტუროს შესაბამის ღილაკზე დაჭერით.

ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება „თქვენი ხმა მიღებულია“.

ინფორმაციისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში 2022 წელს 7 პროექტი დაფინანსდა.

პროგრამის ეფექტურად განხორციელების და მოქალაქეების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფისთვის 2022 წელს ხარაგაულის მერია საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა.

,,სამოქალაქო  ბიუჯეტი 2022-ის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების ნუსხა წლის ბოლოს დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება.

ნანახია: 69 - ჯერ