სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/368849192_692442752923209_6458272547216849009_n%20(1)_2.jpg

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი.

შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ინფორმაცია ბიუროს წევრებს, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო.

სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა  საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის  გაწეული მუშაობის  ანგარიში წარადგინა.

ასევე, ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა  საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა.

სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2სექტემბრის №31 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ განმარტება გააკეთა                                                                                                  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა.

ცვლილება შედის  ასევე ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში  და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში . საკითხი საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა.

საკრებულოს ეთხოვა, მერს მიეცეს თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე  ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად.

ბიუროს წევრებმა განიხილეს საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადება.

კიაზო გამრეკელაშვილს სურს დატოვოს ჯანდაცვსია და სოციალურ საკითხთა კომისია და  საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წევრი გახდეს.

 საკითხი ბიუროს წევრებს ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო.

ნანახია: 442 - ჯერ