სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6867_1.JPG

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

 

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.

 დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს

მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ

მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, ვლადიმერ გელაშვილი

დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  https://l1nq.com/EyLzX

 მომხს: პავლე კიკალიშვილი

დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  https://l1nq.com/mSLvU

 მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი

ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში

მომხს: კახაბერ გოლუბიანი

ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში

 მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

მერს მიეცა თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით,

სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად

მომხს: ინგა ლურსმანაშვილი

ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიაში.

მომხს: ავთანდილ კვინიკაძე

„ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე

მომხს: ავთანდილ კვინიკაძე

დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ

მომხს: მარინე ვეფხვაძე, თამარ ლაცაბიძე

 

 

ნანახია: 335 - ჯერ