სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2458.JPG

ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი, ნატო შათირიშვილი საპატიო ხარაგაულელის წოდებით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ზვარის საჯარო სკოლის დირექტორის, ნატო შათირიშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

ნატო შათირიშვილს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ გადასცა.

ნატო შათირიშვილი 34 წელია ასწავლის ზვარის საჯარო სკოლაში, არჩეულია სკოლის დირექტორად მეორე ვადით. მას სულ ახლახან  საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

კობა ლურსმანაშვილი:

,,ვფიქრობ სოფლად მცხოვრებ მასწავლებლებს მეტი დაფასება და თანადგომა სჭირდებათ.  ხარაგაულელი ახალგაზრდების აღზრდის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ საპატიო ხარაგაულელის ჯილდო საქართველოს დამსახურებული მასწავლებლისთვის გადაგვეცა“.

მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

ნანახია: 705 - ჯერ