სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2603.JPG

ცნობილ მომღერალი, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრი, ზურა მანჯავიძე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით დაჯილდოვდა

ხარაგაულობის დღესასწაულზე, კულტურისა და დასვენების პარკში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა საზოგადოებას საპატიო ხარაგაულელის წოდებაზე ცნობილი ქართველი მომღერლის, ანსამბლ ,,ფორტეს“ წევრის , ზურა მანჯავიძის კანდიდატურა წარუდგინა.

ზურა მანჯავიძეს საპატიო ხარაგაულელის წოდების დამადასტურებელი დიპლომი და მოწმობა იმერეთის მხარის რწუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ გადასცა.

კობა ლურსმანაშვილი: ,,ზურა მანჯავიძეს გამორჩეულად უყვარს ხარაგაული, თავს ამ კუთხის შვილად თვლის და ამბობს რომ ყველაფერი საუკეთესო ხარაგაულმა და ბებია -ბაბუებმა მისცეს, რომლებიც სოფელ ლაშეში ცხოვრობდნენ.

ვთვლი რომ ზურა მანჯავიძე თავისი დამოკიდებულებით ხარაგაულის მიმართ, თავისი ადამიანური, პიროვნული თვისებებით, პროფესიონალიზმით ნამდვილად არის ხარაგაულის სიამაყე.“

,,ეს ჯილდო ეკუთვნის მამაჩემს , გიგა მანჯავიძეს, მე ამაყი ვარ რომ ამ გვარის წარმომადგენელი ვარ, ვამაყობ ხარაგაულით და ჩემი სოფლით.

მადლობა თითოეულ თქვენგანს  იმ განუმეორებელი სითბოსთვის, რომელსაც ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი დღეს“-განაცხადა ზურა მანჯავიძეს დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე.

მიმდინარე წელს, მერის , კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე საპატიო ხარაგაულელის ტიტულით 6 ადამიანი დაჯილდოვდა.

2014 წლიდან დღემდე საპატიო ხარაგაულელის წოდება 46 ადამიანს მიენიჭა.

 

 

ნანახია: 1003 - ჯერ