სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/www.jpg

ბავშვთა დაცვის სისტემასა და რეფერირების პროცედურებზე, ხარაგაულის საჯარო სკოლის დირექტორებს ინფორმაცია მიეწოდათ

,,world vision“ საქართველოს ორგანიზებით, დღეს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლის დირექტორებთან შეხვედრა გაიმართა.

,,world vision საქართველოს“ პროფესიულმა ზედამხედველმა სოციალური მუშაობის მიმართულებით  იმერეთის რეგიონში, თამარ ჭუმბურიძემ, შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოში არსებულ ბავშვთა დაცვის სისტემასა და  რეფერირების პროცედურებზე მიაწოდა ინფორმაცია.

აქცენტი გაკეთდა და ბავშვთა დაცვისა და რეფერირების/მიმართვიანობის კომპონენტში სკოლის პასუხისმგებლობაზე.

შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა  მათ მიერ გაწეული საქმიანობისა და მომსახურებების შესახებ ისაუბრეს.

ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსი, თეა ბერიძე:

,,დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა, ვინაიდან  გაიმართა აქტიური დისკუსია, წამოიჭრა მნიშვნელოვანი და საინტერესო თემები და განიხილა სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივა. ჩვენ ვცდილობთ მუდმივი კომუნიკაცია გვქონდეს სკოლებთან, როგორც რეფერირების მექანიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლთან“.

შეხვედრა ავსტრიის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ბავშვის უფლებათა კოდექსის წარმატებული განხორციელების ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა.

ნანახია: 311 - ჯერ