სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_9118.JPG

წითელ ჯვარსა და ხარაგაულის მერიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ

ხარაგაულის მერიასა და საქართველოს  წითელ ჯვრის ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მიმდინარე წელს, სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლებს სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.

სასაჩუქრე პაკეტები მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ორგანიზებით დარიგდა.

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, ნანა კიკნაძე:

,,წლის განმავლობაში სასაჩუქრე პაკეტი  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 468 ბენეფიციარს გადაეცა, მათ შორის LC vaikiki-ს (აუთლეტი) სეზონური ტანსაცმელი მრავალშვილიანი ოჯახების 283 ბავშვს გადაეცა.

150 სასაჩუქრე ყუთი (პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნივთები, საკანცელარიო ნივთები, სათამაშოები, განმავითარებელი რესურსი და სხვა) ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით, ბავშვთა უფლებების დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების ბენეფიციარებმა მიიღეს.

35 ცალი  LC vaikiki-ს სადღესასწაულო კაბა გადაეცა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლს ღონისძიებებისთვის.“ 

მემორანდუმის ფარგლებში ხარაგაულში  წითელი ჯვრის საზოგადოების მოხალისეთა რაიონული ორგანიზაცია მოქმედებს, რომელსაც ლალი სებისკვერაძე ხელმძღვანელობს.

წითელი ჯვრის საზოგადოების ხარაგაულელი მოხალისეები სოფლებში მოწყვლადი ჯგუფებისათვის მოხალისეობრივ აქციებს მერიასთან შეთანხმებით გეგმავენ და ახორციელებენ.

წითელი ჯვრის მოხალისეები ხარაგაულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები არიან.

 

 

 

ნანახია: 478 - ჯერ