სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_1.jpg

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრებს საბიუჯეტო ცვლილება გააცნო.

საბიუჯეტო ცვლილებას მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა.

სხდომას  საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით კიკნაძე უძღვებოდა.

წარმოგიდგენთ საბიუჯეტო ცვლილებას, რომელსაც დაინტერესების შემთხვევაში სრულად შეგიძლით გაეცნოთ.

 

       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022   წლის 21  დეკემბრის N 30  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  1. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 5 დეკემბრის N 2167 განკარგულებით  ცვლილება შევიდა ,,მუნიციპალიტეტებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 იანვრის N 197 განკრგულებაში და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის საფუძველზე,  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტს,  შემოსულობების გათვალისწინებით დამატებით გამოუყო  1 150 000 ლარის ფინანსური დახმარება, სულ  საქართველოს მთავრობის N 197 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარება განისაზღვრება  1 850 000 ლარით. (დან. N 1)

   მოგახსენებთ რომ 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობებში  ქონების გადასახადის გეგმა შეუსრულებელი დარჩა 850 000 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამოყოფილი 1 150 000 ლარის ფინანსური დახმარების ხარჯზე  უნდა დაზუსტდეს (შემცირდეს) ქონების გადასახადის გეგმა     2 450 0 00  ლარი  850 000 ლარით (მათ შორის საწარმოთა ქონების გადასახადი შემცირდეს 440 000 ლარით; უცხოურ საწარმოთა ქონების გადასახადი 310 000 ლარით; არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადი 100 000 ლარით) და განისაზღვროს 1 600 ათასი ლარით;

 დარჩენილი სხვაობით 300 000 ლარიდან აღებული იქნას დამატებითი ვალდებულებები მასშტაბური საახალწლო ღონისძიებების ჩასატარებლად, კერძოდ კულტურის ღონისძიებების ხარჯებში მიიმართოს 290 000 ლარი სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად. (დან. N 2)  დარჩენილი სხვაობა  10 000 ლარი მიიმართოს სოციალური დაცვის ხარჯებში, კერძოდ   სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში.

  1. სოციალური დაცვის სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში ასევე გადატანილი იქნას 40 000 ლარი მუნიციპალიტეტის მერიის 2023 წლის შრომის ანაზღაურების ხარჯებში წარმოშობილი ეკონომიიდან. სულ სადღესასწაულო დახმარების ქვეპროგრამაში გადატანილი იქნას 50 000 ლარი. (დან. N 3)
  2. საქართველოს მთავრობის 2023 წლის 30 ნოემბრის N 2133 განკარგულებით ცვლილება შევიდა საქართველოს  მთავრობის 2023 წლის 20 იანვრის N 116 განკარგულებაში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით გამოეყო 280 000 ლარი, სულ N 116 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია  1 270 000 ლარი.  (დან. N 4)

    ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის მიერ 2023 წლის 04 დეკემბრის        N 03-682 33 823  მომართვის შესაბამისად  (დან. N 5)  დამატებით გამოყოფილი 280 000 ლარი მიიმართება სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზებზე საყრდენი კედლების მოსაწყობად.  აღნიშნული სამუშაოების შესრულებას ესაჭიროება 283 673 ლარი.  სხვაობის თანხა  3 673 ლარი შევსება მოხდეს აღნიშნული განკარგულებით ადრე გამოყოფილი 990 000 ლარის ეკონომიის ხარჯზე. კერძოდ,  ,,სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე ოჯახების დახმარება, უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 03 17) – დან.

       საბოლოოდ  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი 1 270 000 ლარიდან მიიმართება:  გზების კაპიტალურ მშენებლობაზე (მ. შ. გზებზე საყრდენი კედლების მოწყობა)  317 324  ლარი; მრავალბინიანი სახლების რეკონსტრუქციაზე - 97 460 ლარი;  სანიაღვრე არხებისა და მდინარის ნაპირსამაგრების  მოწყობაზე – 650 335 ლარი;  კულტურის ობიექტების რეაბილიტაციაზე - 21 242 ლარი; სტიქიური მოვლენების  შედეგად დაზარალებული და/ან მძიმე საცხოვრებელი პირობების  მქონე ოჯახების დახმარება, უსახლკაროთა და ძალადობის მსხვერპლთა ბინის ქირით უზრუნველყოფაზე - 183 639  ლარი)

  1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის ოქტომბრის თვის რიგგარეშე სხდომის შემდეგ,  2023 წლის 16 ნოემბერის N 68-682 332 012 მომართვით გადმოგეგზავნათ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერის 2023  წლის 15/11 N ბ68.682 331 915   ბრძანება და საფინანსო სამსახურის მოხსენებითი ბარათი, რომელიც შეეხებოდა    ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის,  საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი  პროექტების  ფონდიდან  2023 წლის ბიუჯეტში საქართველოს მთავრობის    2023 წლის 06/11 N 1195  განკარგულების N 14 დანართით   საქართველოს მთავრობის 2022 წლის 29.12.  N 2475 განკარგულებაში განხორციელებულ ცვლილებას, და   მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან საქართველოს მთავრობის  2023 წლის 1/11   N 2050   განკარგულების N 6 დანართით საქართველოს მთავრობის  2023 წლის 09 თებერვლის N 301   განკარგულებაში  განხორციელებულ ცვლილებას.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე,

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის შემოსულობები 21 865 809 ლარი  იზრდება 580 000  ლარით და    განისაზღვრება  22 445 809  ლარით.  (მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერის ხარჯზე იზრდება 280 000 ლარით, სპეციალური  ტრანსფერის ხარჯზე იზრდება 1 150 000 ლარით და  მცირდება ქონების გადასახადის ხარჯზე 850 000 ლარით)    

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გადასახდელები 23 274 956 ლარი იზრდება  580 000 ლარით  და განისაზღვრება   23 854 956  ლარით. გადასახდელების ზრდის წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი კაპიტალური ტრანსფერი 280 000 ლარი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან გამოყოფილი ფინანსური დახმარება 300 000 ლარი.

ნანახია: 589 - ჯერ