სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4634.JPG

ხარაგაულის მერიის მიერ ჩატარებული გამოკითხვა დასრულდა

გამოკითხვა, რომელიც ხარაგაულის ოფიციალურ ვებ-გვერდზე kharagauli.gov.ge 1 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს დასრულდა.

გამოკითხვის შესახებ ასევე ინფორმაცია იყო განთავსებული სოციალურ ქსელში , რომელსაც მოქალაქეების მხრიდან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.

გამოკითხვის მიხედვით, ხარაგაულის მერია 2024 წელს, 9 აპრილის სკვერში მემორიალური დაფების ახალი დიზაინით განთავსებას გეგმავს. ასევე, იდეაშია განახლდეს და 9 აპრილის სკვერში იქნას გადმოტანილი კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში არსებული სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალური დაფები. ყველას კარგად ახსოვს, რომ პარკის შესასვლელში კულტურული, სპორტული თუ გასართობი ხასიათის ღონისძიებების ჩატარებას საზოგადოების მხრიდან ყოველთვის ახლდა არაერთგვაროვანი გამოხმაურება. ხარაგაულში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია დასრულდა და პარკის რეაბილიტაციამ, ახალი სივრცე გააჩინა, რომელიც გვსურს დატვირთული იყოს კულტურული თუ სპორტული ღონისძიებებით. საზოგადოების მხრიდან, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 9 აპრილის სკვერში მემორიარული დაფები განთავსდება ახალი დიზაინით, რომელიც შესაბამისობაში იქნება 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნის მონუმენტთან. არის იდეა, აღნიშნულ ტერიტორიას ხსოვნის ხეივანი ეწოდოს, სადაც ერთმანეთის გვერდით იქნება განთავსებული 9 აპრილს, აფხაზეთის და 8 აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა მონუმენტები.

გამოკითხვასთან მიმართებაში მოქალაქეებმა დადებითი პოზიცია დააფიქსირეს.

კულტურისა და დასვენების პარკის შესასვლელში არსებული სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლ გმირთა მემორიალური დაფების 9 აპრილის სკვერში გადატანას ა(ა)იპ ,,დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანება“ უახლოეს დღეებში განახორციელებს.

ნანახია: 444 - ჯერ