სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5790.JPG

ხარაგაულის მერმა 2023 წლის ანგარიშის საჯარო განხილვა ხევის საზოგადოებრივ ცენტრში მოაწყო

შეხვედრას ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა და

ხარაგაულისთვის  მნიშვნელოვან, განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

,,2023 წელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის თამამად შეიძლება, წარმატებულ წლად ჩაითვალოს, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, რომელთა მოგვარებისთვის ხარაგაულის მერია აქტიურ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, ხარაგაულის მერია მთელი წლის განმავლობაში გამორჩეულ და ზრუნვაზე ორიენტირებულ სოციალურ პროგრამებს სთავაზობდა სხვადასხვა მოწყვლად ჯგუფებს.

მიმდინარე  წელს  ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით  მომსახურება გაეწია 5000 - მდე  მოქალაქეს, ცალკე უნდა აღინიშოს, მერიის სოციალური მიმართულების ეფექტური და მოქნილი მუშაობა, რასაც ჩვენი ბენეფიციარების დადებითი უკუკავშირი  ცხადჰყოფს“- განაცხადა შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა.

მერმა ანგარიშის წარდგენისას, ასევე უპასუხა მოქალაქეების მხრიდან დასმულ შეკითხვებს. 

 ხარაგაული გამორჩეული იყო 2023 წელს და მომავალ წელს ეს ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში 2024 წელს ახალი საბავშვო ბაღის და საექიმო ამბულატორიის მშენებლობა დასრულდება. სამუშაოები აღნიშნულ ინფრასტრუქტურულ პროექტზებზე უკვე მიმდინარეობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის შემაჯამებელ საანგარიშო შეხვედრას მერის მოადგილეები,ვარლამ ჭიპაშვილი, დავით დევდარიანი, საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 

 

 

ნანახია: 537 - ჯერ