სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/kk.jpg

25 იანვარს შეხვედრა ხევისა და ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024-ის განხორციელებას იწყებს.
25 იანვარს - სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პირველი შეხვედრა ხევის, წაქვის, ციცქიურის, გრიგალათის, ხუნევის, გედსამანიის, ვერტყვიჭალის, ბჟინევის და ვერტყვილის მოსახლეობასთან გაიმართება.
ხარგაულის მერია, 79 სოფლის მაცხოვრებლის იდეას თუ საპროექტო წინადადებას სოფლებში უშუალო შეხვედრების ფორმატში მოისმენს და განიხილავს.
ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანების საფუძველზე, ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 25 იანვარს იწყება და 6 თებერვალს დასრულდება.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამა მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს აძლევს შესაძლებლობას, მოსახლეობა ერთად შეთანხმდეს სოფელში განსახორციელებელ პროექტებზე.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევის წესი უცვლელია: მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს და თანხმდება სოფლისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული იდეის დაფინანსებაზე.

ხარაგაულში სულ 79 სოფელია.

9 დღის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების ჩართულობით შექმნილი 2 სამუშაო ჯგუფი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ორგანიზებას გაუწევს კენჭისყრის პროცესს.

პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება 25 , 26, 29, 30, 31 იანვარს და 1, 2 , 5 და 6 თებერვალს 10-დან 18 საათამდე.

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი კრებების ჩატარების გრაფიკი იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3tLTNzM

მიმდინარე წელს სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში შემდეგი სახის პროექტები დაფინანსდება:

▪ სასმელი წყლის პროექტები, (მათ შორის , ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე და გამწმენდი ნაგებობები, ჭა )

▪ სარწყავი სისტემები

▪ სანიაღვრე არხები

▪ ნაპირსამაგრი სამუშაოები

▪ გზები და გზისპირა მოსაცდელები

▪ ხიდები, ცხაურები ,ხიდბოგირები, გადასასვლელები

▪გარე განათება

▪სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა.

▪სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი

▪ ამბულატორიის შენობები.

▪სპორტული ინფრასტრუქტურა , მოედნები და მოედნების ინვენტარი.

▪სკვერები მათ შორის საბავშვო სკვერები , შესაბამისი ინვენტარით, აგერეთვე სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები, შესაბამისი ინვენტარით.

▪ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი

▪ სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა

▪ მინიჰესი

▪ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების და დამისამართების შესაბამისად , შესაბამისი ნიშნების , აგრეთვე ტურისტული ადგილების მანიშნებელი ნიშნების განთავსება.

აღნიშნულ ბმულზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ საპროექტო განაცხადი, https://bit.ly/48NpTtD

რომელიც შეგიძლიათ თქვენს ციფრულ მოწყობილობაში ჩამოტვირთოთ, შეავსოთ და მითითებულ ელ.ფოსტაზე pr.kharagauli@gmail.com გადმოაგზავნოთ.

ამ ფორმით თქვენი იდეა დაფიქსირებულად ჩაითვლება და შესაბამისი სოფლის საერთო კრებაზე განიხილება.
ჩაერთე შენი სოფლის ცხოვრებაში და თანასოფლელებთან ერთად მიიღე შენი სოფლისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.

ხარაგაულის მერია მუდმივ რეჟიმში მოგაწოდებთ ინფორმაციას სოფლის მხარდაჭერის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ.

ნანახია: 465 - ჯერ