სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0665_1.JPG

ხარაგაულის მერიის მხარდაჭერით, ფსიქოსოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობა  გაიზრდება

ხარაგაულში,  ორგანიზაცია: „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი (GCRT-Kutaisi) პროექტს „გენდერული და ძალადობის მსხვერპლი ქალებისა  და გოგონების  თანადგომა“ ახორციელებს

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი პროექტის  წარმომადგენლებს თეა ფანჩულიძეს და ანა ჩაფიძეს , მერის თანაშემწესთან გენდერული თანასწორობის საკითხებში, ჟანა ნემსაძესთან, სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან,  ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილების უფროსთან, თეა ბერიძესთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

პროექტის მიზანია-- ფსიქოსოციალური სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გენდერული ნიშნით  ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის/ გოგონებისთვის.

შეხვედრის მიზანი ხარაგაულის მინიციპალიტეტის წარმომადგენლებისთვის პროექტის მიზნების გაცნობა გახლდათ.

შეხვედრაზე  ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართულებით მუნიციპალიტეტში არსებულ  გამოწვევებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ამ მიმართულებით  თანამშრომლობისთვის   სრული მზაობა  გამოხატა.

მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები პროექტის ავტორებთან ერთად, შერჩეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში,  ცნობიერების ასამაღლებელ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს ჩაატარებენ. ასევე მოხდება ფსიქოსოციალური სერვისების მიწოდება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გენდერული ნიშნით  ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის და გოგონებისთვის.

 

 

 

ნანახია: 396 - ჯერ