სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_2506.JPG

ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება

ხარაგაულის მერია 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას 6 051 271  ლარით იწყებს.

,, ჩვენ შევძელით და 2023 წელი წარმატებით დავასრულეთ. ხარაგაული მიმდინარე წელსაც გამორჩეული იქნება ინფრასტრუქტურული პროექტებით და განხორციელებული საქმიანობით“ - აცხადებს ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი.

საერთო ჯამში, რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან მიღებული დაფინანსებით 28 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 477 189 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსთან, ბესარიონ ჭიპაშვილთან და მერის წარმომადგენელთან ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, ხათუნა ჯობაძესთან ერთად გაეცნო.

ნანახია: 459 - ჯერ