სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/431282957_368919999298866_8603859828362288586_n.jpg

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

დღეს ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი ხელმძღვანელობდა.

თათბირზე ხარაგაულის მერმა  ინფრასტრუქტურული მიმართულებით ხარაგაულში მიმდინარე მასშტაბურ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, მიმდინარე კვირაში თითოეული პროექტზე მიმდინარე სამუშაოებს საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად უშუალოდ გაეცნობა.

თათბირის მიმდინარეობისას  სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის ჯგუფის უფროსებმა დავით ფანჩულიძემ და თორნიკე ზაქაიძემ, მერის წარმომადგენლებს, ფაროსანის საწინააღმდეგო ღონისძიებების შესახებ გააცნეს ინფორმაცია.

სპეციალისტებმა შეხვედრაზე, ადგილობრივ თვითმმართველობის წარმომადგენლებს მონიტორინგის შედეგებზე ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ მოზამთრეობის ფაზაში მყოფ მავნებელთან ბრძოლის ეფექტურობა, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით განისაზღვრება და საკონსულტაციო შეხვედრები ამ მიზანს ემსახურება.

კობა ლურსმანაშვილმა აღნიშნა , რომ მერის წარმომადგენლები აქტიურად  იქნებიან ჩართულნი მავნებელთან ბრძოლის საპრევენციო ღონისძიებებში, რათა მოსავლის დაცვის მიზნით, აგროკალენდრით გათვალისწინებული აქტივობები დროულად განხორციელდეს.

ნანახია: 358 - ჯერ