სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/431548257_370412042482995_1306708292715532009_n.jpg

მაჟორიტარმა დეპუტატმა, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საჩხერე -ჭიათურა - ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, პაატა კვიჟინაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან , მანანა ბარბაქაძესთან ერთად ხარაგაულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

ხარაგაულის მერმა, მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად სოფელ კიცხში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. ახალი ბაღის მშენებლობაზე 1 278 332 ლარი დაიხარჯება.

ბაღის მშენებლობა ახალ ლოკაციაზე სოფლისთვის არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე დაიგეგმა.

ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს კინოთეატრის მიმდებარედ, მდინარე ჩხერიმელას ნაპირდამცავი კედლის მშენებლობის  სამუშაოები. პროექტი სტიქიის ფონდიდან დაფინანსდა. სამუშაოებზე  649 000 ლარი დაიხარჯება. პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება  კინოთეატრის დაზიანებული კედლის აღდგენა და რეაბილიტაცია.

საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:

,,სასიხარულოა ის მშენებლობის ტემპი, რომელიც ხარაგაულშია, პროექტები სხვადასხვა სამინისტროების და ფონდების დაფინანსებით მიმდინარეობს, რომლის განხორცილებაშიც აქტიურადაა ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობა. აღსანიშნავია რომ ყოველ წელს იმატებს ხარაგაულში მშენებლობის ტემპი , მიხარია რომ ამდენი საქმე კეთდება , რაც კიდევ გაგრძელდება“.

მაჟორიტარმა დეპუტატი მერთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად  სოფელ ვაშლევის საჯარო სკოლის   და  სოფელ ბორითში საუბნო გზების რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.

ხარაგაულის მერია 2024 წელს რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით , საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე 6 051 271  ლარს დახარჯავს.

 დღესვე, პაატა კვიჟინაძემ ხარაგაულში  CESL პროექტის ფარგლებში, 100 ათასი ლარის ღირებულების გრანტით,ახალი ავეჯით აღჭურვილი , განახლებული ინოვაციების  ცენტრის მოინახულა. ცენტრი ასევე აღიჭურვება უახლესი ტექნიკით.

 

ნანახია: 994 - ჯერ