სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4858_2.JPG

დღეს საკრებულოს სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მერის პირველმა მოადგილემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის ირგვლივ ვრცლად ისაუბრა.

ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს წევრების წინაშე ვრცელი განმარტება და კომენტარი გააკეთა ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახადების და ხარჯების  ნაწილში.

ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ფაქტიურად, 2023 წელს ხარაგულის მუნიციპალიტეტმა მიიღო 24 739,4 ათასი ლარის შემოსულობები. შემოსულობების გეგმა შესრულებულია 103,4 %-ით. გეგმის ზევით მობილიზებულია 803,5 ათასი ლარი, ხოლო გასულ 2022 წელთან შედარებით მიღებულია 1 155,2 ათასი ლარით მეტი შემოსულობები.“

ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://bit.ly/3TWrvwI

საკრებულოს წევრებს  ა(ა)იპ „კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ და ა(ა)იპ ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ რეორგანიზაციის შესახებ საკითხი წარუდგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა.

დღესვე, საკრებულომ  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი 2024 წელს განსახორციელებელი პროექტების  და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილების შესახებ მოისმინა ინფორმაცია და საკითხი დაამტკიცა.

საკითხი საკრებულოს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარუდგინა.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 2024 წელს ხარაგაულში 155 პროექტი განხორციელდება. პროგრამის ბიუჯეტი 890 ათასი ლარია. პროექტების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტი 136 ათასი ლარის თანადაფინანსებას გასწევს.

სხდომაზე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის დირექტორმა, ჰამლეტ ბერაძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე https://bit.ly/43NtqH9

კოლეგებს ანგარიში გააცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, მარინა ხვედელიძემ. ანგარიშს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე  https://bit.ly/4avxkHr

საკრებულომ დაამტკიცა ცვლილება, რომელიც ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის დამტკიცების შესახებ" საკრებულოს 2023 წლის 6 თებერვლის N11 დადგენილებაში შევიდა. ცვლილების თანახმად უსინათლოთა სოციალური პროგრამით მოსარგებლეებს , ყოველთვიური ფინანსური დახმარება 50 ლარიდან 70 ლარამდე გაეზრდებათ.

საკრებულოს წევრებმა დღეს 8 საკითხი განიხილეს. 

 

ნანახია: 498 - ჯერ