სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_1asd%20(1).jpg

ყურადღება აუქციონი

ხარაგაული მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარში მდებარე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი  ქონების - სარიტუალო დარბაზის (ს.კ 36.13.34.023) ინვენტარით და ჭურჭლით სარგებლობის უფლებით (იჯარით) გაცემის მიზნით განმეორებით  ელექტრონული აუქციონს აცხადებს.

როგორც მერის ბრძანებაში არის აღნიშნული, აუქციონში გამარჯვებულმა, იჯარის ობიექტი  მხოლოდ  ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს (სარიტუალო დანიშნულებით) და  ფუნქციის შეცვლა მეიჯარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე არ უნდა დაუშვას.

იჯარის ვადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წელი განისაზღვრება, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა აუქციონის დასრულებიდან 15 კალენდარულ ვადაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასთან უნდა  გააფორმოს იჯარის ხელშეკრულება,  წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება და აუქციონში გამარჯვებულს  მის მიერ გადახდილი ბე/საგარანტიო თანხა არ დაუბრუნდება;

ვინაიდან არ მოხდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის 2023 წლის 22 ივნისს Nბ68. 68231738 ბრძანების საფუძველზე აუქციონზე გატანილი ქონების სარგებლობის უფლებით განკარვა, ქირის საწყისი საფასური 5341.39   ლარი შემცირდეს 50 %-ით და ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს 2670.70    ლარით. საიჯარო ქირაში არ შედის კომუნალური გადასახადი, წლიური საიჯარო ქირის გადახდა მოიჯარის მიერ განხორციელდეს  ყოველთვიურად. (დანართი: ინვენტარის და ჭურჭლის ჩამონათვალი).

 წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10%. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის ბოლო თვის გადასახდელი ქირის ოდენობაში; 

 „ბიჯი“- ქონების სარგებლობაში გადაცემის (საიჯარო) საწყისი წლიური ქირის 10%;

 აუქციონში გამარჯვებული პირმა აუქციონში გამარჯვებიდან არაუმეტეს 15 კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება და  საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

აუქციონი გაიმართოს 2024 წლის 3 აპრილს  13.00 საათზე და დასრულდეს 2024 წლის 18 აპრილს  13.00  საათზე.

ინფორმაცია განთავსდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge 

 

დაევალოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურს უზრუნველყოს ელექტრონული აუქციონის ჩატარების ორგანიზება და  აღნიშნული ბრძანების მოთხოვნის სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ ვებ.გვერდზე eauction.ge   განთავსება.

ინფორმაცია გამოქვეყნდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე:kharagaulinews.gov.ge  და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ა(ა).ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში“ 

იხილეთ სრული ინფორმაცია  

   

 

  

ნანახია: 545 - ჯერ